ქართული ენა
დაწყებითი საფეხური (I-VI
კლასები)
დაწყებითი სწავლება
მოიცავს ექვსწლიან ციკლს. სკოლის ეს პერიოდი მოითხოვს სწავლების ამოცანების
წარმოდგენას ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით. ამდენად, ამ შემთხვევაში
წამყვანი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;
კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვა.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
გმირის საქციელის შეფასება;
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
მხატვრული ტექსტების შექმნა;
საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
ბუნება
•
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ორგანიზება საფეხურების მიხედვით
დაწყებით საფეხურზე ისწავლება ინტეგრირებული საგანი ,,ბუნებისმეტყველება”, რომელიც აერთიანებს ცოდნას გეოგრაფიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და სამოქალაქო განათლების სფეროებიდან.
საბუნებისმეტყველო დისციპლინები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ სამყაროს ადეკვატურად აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხოლო სამოქალაქო განათლება უვითარებს მოსწავლეს გარემოსადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და გარემოზე პასუხისმგებლობის გრძნობას.

შეფასების სქემა
რა არის შეფასების სქემა?
შეფასების სქემა არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა
და მათი გამოყენების
წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ფასდება მოსწავლის
აკადემიური
მოსწრება.
არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების შეფასების
სქემები. მასწავლებელი ქმნის
და იყენებს საჭირო ტიპის სქემას იმისდა მიხედვით, რას
ისახავს მიზნად კონკრეტული
შეფასება. განასხვავებენ ანალიტიკურ, ჰოლისტურ, ზოგად და
კონკრეტულ შეფასების
სქემებს.
შეფასების სქემის შექმნა დამოკიდებულია გაკვეთილის სასწავლო
მიზანზე
Комментариев нет:
Отправить комментарий