среда, 7 мая 2014 г.

: ,,ეს ჩვენი ქცევის წესებია~
მიზანი: ბავშვებთან თანამშრომლობით შევადგინოთ ქცევის წესები
მასწავლებელი წინასწარ ჩაიფიქრებს, რომელი წესის ჩამოყალიბება სურს, შეარჩევს სიუჟეტურ მასალას და თამაშებით მიგვყავს პატარები იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია სკოლაში დროზე მისვლა. ვწერთ პირველ წესს: (გვერდით საათს მივუხატავთ, რადგან ბავშვებმა ჯერ კითხვა არ იციან)
სავარჯიშო ,,გთხოვ შემომხედო და მომისმინო~.
მიზანი: ვასწავლოთ ყურადღებით მოსმენა
მსვლელობა: კლასი იყოფა წყვილებად. წყვილები ერთმანეთს უყვებიან ამბავს და თუ როგორ მოუსმინეს ერთმანეთს მასწავლებელი ამოწმებს. ბავშვები ამ თამაშით ხვდებიან თუ რაოდენ საჭიროა ერთმანეთის ყურადღებით მოსმენა და იწერება წესი: ,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს~. ასე ყალიბდება ,,გვიყვარს სისუფთავე და წესრიგი~ ,,ჩვენ გვიყვარს და ვუფრთხილდებით სასკოლო ქონებას~. და ა. შ. შედგენილი ქცევის წესები არ საჭიროებს დაზეპირებას, იმთავითვე გათავისებული აქვთ პატარებს.
სავარჯიშო ,,გთხოვ შემომხედო და მომისმინო~.
მიზანი: ვასწავლოთ ყურადღებით მოსმენა
მსვლელობა: კლასი იყოფა წყვილებად. წყვილები ერთმანეთს უყვებიან ამბავს და თუ როგორ მოუსმინეს ერთმანეთს მასწავლებელი ამოწმებს. ბავშვები ამ თამაშით ხვდებიან თუ რაოდენ საჭიროა ერთმანეთის ყურადღებით მოსმენა და იწერება წესი: ,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს~. ასე ყალიბდება ,,გვიყვარს სისუფთავე და წესრიგი~ ,,ჩვენ გვიყვარს და ვუფრთხილდებით სასკოლო ქონებას~. და ა. შ. შედგენილი ქცევის წესები არ საჭიროებს დაზეპირებას, იმთავითვე გათავისებული აქვთ პატარებს.
ს ა ს კ ო ლ ო  პ რ ო ე ქ ტ ი  _ მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე წარმოებული დამოუკიდებელი კვლევაა, რომელსაც ზედამხედველობს პედაგოგი. პროექტებზე მუშაობის რდოს მოსწავლეები სწავლობენ: ურთიერთთანამშრომლობას, თავისუფალი აზრის გამოთქმას, თავიანთი მოქალაქეობრივი როლის განსაზღვრას, სამუშაო თემატიკის შესაბამისობაში მიზნების ჩამოყალიბებას, პრობლემების გამოკვეთას და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიების შერჩევას.
ყველა ეს უნარები მოსწავლეებს ეხმარებათ ცოდნის შეძენაში, იური სავარჯიშმასწავლებელს კი (სხვადასხვა საგნებში) სწავლების პროცესის წარმართვაში. 

პროექტებზე მუშაობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარ _ ჩვევები. ამიტომ ამ უნარების განვითარებას I კლასიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოუყალიბდება მოსწავლეს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ურთიერთაზრის პატივისცემის უნარები ჩვევად. ,
    ვიზრუნოთ მოტივაციის ამაღლებისთვის ბავშვებში
1. გავამდიდროთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.ვეცადოთ, გავააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ელით.
3. ჩავრთოთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
4. გამოვიყენოთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5. გამოვიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.6. შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.

7. მივაწოდოთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1" შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8. თავი ავარიდოთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9. არასოდეს გავაკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.
9. არასოდეს გავაკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.

10. ვიყოთ მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.11. ტესტირებისას გამოვიყენოთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12. სათანადო ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
13. ჩავრთოთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14. შემოვიღოთ "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი" – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ:
ნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.შემთხვევაში, ეს მეთოდი არ 
დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გა
მოყენების მიზანი;

მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთ. კონკრეტული ტიპის ინფორმაციის მითითება სავალდებულო უიქნება ეფექტური.
მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
16. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება.

გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს განუვითარებს.



აქტივობა 1. "გაცნობა”

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება

მასალა: ბურთი

მიმდინარეობა: თამაშს მასწავლებელი იწყებს. ამბობს თავის სახელს, შემდეგ ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს, რომელიც ასევე ამბობს თავის სახელს და ა.შ.

აქტივობა 2. "ნაცნობობის განმტკიცება”

მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება

მასალა: ბურთი

მიმდინარეობა: წამყვანი ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს და ეკითხება სხვა ბავშვებს: რა ჰქვია ამ ბიჭს (გოგოს)? ბავშვები ერთად იმეორებენ ამ ბავშვის სახელს.


ქტივობა3. "შეცდომების ამოცნობა”

მიზანი: ყურადღების განვითარება, ჯგუფის წევრების სახელებისა და გვარების დახსომება.

მიმდინარეობა: მასწავლებელი კითხულობს სიას, ოღონდ შეცდომით ასახელებს ზოგიერთი მოსწავლის სახელს ან გვარს. ბავშვები ფეხზე უნდა ადგნენ მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი სახელსა და გვარს სწორად ამოიკითხავს.


აქტივობა 4. "მომწონს, რომ შენ...”

მიზანი: პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება

მიმდინარეობა: მოსწავლები სხედან წრეში. აქტივობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ბავშვმა. მან თითოეულ თანაკლასელზე უნდა თქვას მხოლოდ ერთი რამ, რაც მოსწონს მასში: "მე მომწონს, რომ შენ...” ეს ბავშვებს ასწავლის ერთმანეთის პოზიტიური თვისებების დანახვას და ამაღლებს მათ თვითშეფასებას, ვინაიდან ესმით, რამდენი რამ არის მათში მოსაწონი, დადებითი.


აქტივობა 6. "კონსპირატორი”

მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა

მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. ერთ-ერთი მათგანი თვალახვეული დგება წრის შუაგულში. ბავშვები წრეზე გადადგილდებიან. რამდენიმე წამის შედეგ მასწავლებელი ამბობს: "გაჩერდით”. წრეში მდგომმა ბავშვმა ხელის შეხებით უნდა გამოიცნოს ყველა ბავშვი (ბავშვები ჩუმად არიან). ამოცნობილი ბავშვი გადის წრიდან. გამარჯვებულია ის ბავშვი, რომელიც ყველაზე ბოლოს ამოიცნეს.

აქტივობა 7. პოსტერი "ყველაფერი ჩემს შესახებ”

მიზანი:ჯგუფის წევრების გაცნობა, მონაწილეებისთვის ემოციური განწყობის გამოხატვის შესაძლებლობის მინიჭება,ურთიერთპატივისცემის გაღვივება

მასალა: ქაღალდი, ფერადი ფანქრები

მიმდინარეობა: თითოეულ ბავშვს აქვს ქაღალდის მოზრდილი ფურცელი, რომელზეც უნდა დახატოს თავისი თავი, დაწეროს (თუ წერა უკვე იციას) ან დახატოს საყვარელი ხილი, საჭმელი, საყვარელი შინაური ცხოველი, რა მოსწონს ან არ მოსწონს სკოლაში და სხვ. შემდეგ ამ პოსტერის მეშვეობით თავს გააცნობენ კლასს.




2


1

Комментариев нет:

Отправить комментарий