შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასება
ქართული ენა___ კითხულობს გამართულად,გამომეტყველებით,აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი,მეტყველებს სწორად,შესწევს უნარი სწორად გაიაზროს წაკითხული,გადმოსცეს იგი ზეპირმეტყველებით.ფლობს აზრის წერილობითჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს.
მათემატიკა ____ კარგად ფლობს ზეპირ ანგარიშს,ამოცანებს ხსნის დამოუკიდებლად და სწორად, საკითხის განხილვისასაზროვნებს ლოგიკურად.
ბუნება _________იცნობს ლოკალურ გარემოს, საქ-სკუთხეებს.კონკრეტული წარმოდგენა აქვს ბუნების მოვლენებზე,ეკოლოგიურ პრობლემებზე.
ხელოვნება _______ პრაქტიკული მუშაობის დროს იცავს უსაფრთხოების წესებს, მუშაობს ფაქიზად და ინტერესით. აქვს საუკეთესო ნაშრომები.
ქ ა რ თ უ ლ ი ე ნ ა
ზეპირმეტყველება
Ø ადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
Ø ისმენს,იგებს ნაცნობ თემებზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
Ø მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკას და ძირითად ენიბრივ ფორმებს.
კითხვა
Ø მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
Ø მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
Ø მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ გრამატიკულ ნიშნებს.
წერა
Ø ადრესატის გათვალისწინებით თხზავს მარტივი სახის საკომუნიკაციო და მიზნობრივ ტექსტებს.
Ø დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
Ø ტექსტების შექმნისას იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.
Ø იყენებს ნაწერის გასწორების მარტივ ხერხებს.
მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა
რიცხვები და მოქმედებები
Ø ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს, რაოდენობებს და რიგს.
Ø აკავშირებს თვლას, რიცხვებს, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება - გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
Ø აფასებს და ადარებს რაოდენობებს.
Ø იყენებს რიცხვებს და მათზე მოქმედებებს გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
კანონზომიერებები და ალგებრა
Ø განავრცობს,წარმოადგენს და ადარებს საგნების ან ნახატების/ ფიგურების პერიოდულ განლაგებებს (მიმდევრობებს).
Ø ხსნის ამოცანებს.
გეომეტრია და სივრცის აღქმა
Ø აღწერს ფიგურებს.
Ø ადარებს და ადგენს ფიგურათა ზომებს.
Ø ორიენტირებს გარემოში და აღწერს ობიექტთა ურთიერთგანლაგებას.
მონაცემთა ანალიზი ,ალბათობა და სტატისტიკა
Ø აგროვებს თვისობრივ მონაცემებს.
Ø აწესრიგებს თვისობრივ მონაცემებს.
Ø აკეთებს თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას.
ბუნებისმეტყველება
ცოცხალი სამყარო
Ø მოსწავლე აღწერს და განასხვავებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს.
Ø განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
სხეულები და მოვლენები
Ø მოსწავლე აღწერს ადვილად დაკვირვებად მოძრაობებს.
Ø მოსწავლე განარჩევს მოძრაობის წარმომქმნელ წყაროებს.
დედამიწა და გარესამყარო
Ø მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში.
Ø ამოიცნობს და განასხვავებს ლოკალური გარემოს გეოგრაფიულ ობიექტებს.
Ø აკვირდება,ახასიათებს, და აღწერს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს.
ადამიანი დაგარემო
Ø იცავს პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის წესებს.
Ø მოსწავლე გამოხატავს დამოკიდებულებას საკუთარი გარემოსადმი.
გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
|
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი და შეფასებადი; არ აღწერს შესაბამის სასწავლო
შედეგს
|
მიზანი არის ფორმულირებული
კონკრეტულად, მაგრამ ნაკლებ რეალისტური და გაზომვადია;
ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის
სასწავლო შედეგს.
|
მიზანი არის ფორმულირებული
კონკრეტულად და რეალისტურად; იგი არის გაზომვადი და შეფასებადი;
სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო
შედეგს.
|
აქტივობები, მეთოდები, კლასის
ორგანიზების ფორმები
|
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული
მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის
ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
|
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს
დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები ნაწილობრივ შესაბამისობაშია
აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
|
აქტივობები სრულად უწყობს ხელს
დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია
აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
|
შეფასება
|
შეფასების ტიპები და მეთოდები
საერთოდ არ არის მოცემული, ან ვერ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
მოცემულია შეფასების ტიპები და
მეთოდები, რომლებიც ნაწილობრივ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
კონკრეტულას არის მოცემული შეფასების
ტიპები და მეთოდები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა
შედეგი.
|
თვითშეფასება
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს
მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც ნაწილობრივ აძლევს საშუალებას
გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს
მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც სრულად აძლევს საშუალებას
გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий