გაკვეთილის გეგმა (ქართული ენა და ლიტ-რა)
გაკვეთილი თემა
სწავლების საფეხური
კლასი
მასწავლებელი ვერა დოლიძე
|
,,მეფე მწიგნობარი“
დაწყებითი
3
|
მოსწავლეთა პროფილი
|
4 მოსწავლე ; განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები
|
ტექსტის კითხვა და ანალიზი;
დავ. აღმაშენებლის შესახებ მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება; კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება.
ესგ--
· სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
· წაკითხულის გაგება და ანალიზი;
· გააზრებული კითხვა;
· ინფორმაციის გაგება და ანალიზი;
· კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
· ტექსტის კონსტრუირება;
· გმირის საქციელის შეფასება.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
ბავშვები გაიხსენებენ რა იციან, რა გაუგიათ მეფე დავით აღმაშენებლის შესახებ; მიიღებენ ახალ ინფორმაციას მასა და მისი ეპოქის თაობაზე; იმსჯელებენ დავითის მრავალმხრივ განათლებულობასა და ნაკითხობაზე.მის მტერთან შეურიგებლობასა და ქვეყნის, ხალხის სიყვარულზე.
|
წინარე ცოდნა
|
ბავშვებს შეუძლიათ ინფორმაციული ხასიათის ტექსტის მოსმენა, კითხვა, გააზრება. აქვთ წარმოდგენა დავით აღმაშენებელზე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მეფეზე. შეუძლიათ კითხვების დასმა და პასუხების ძიება.
|
შეფასება
|
გაკვეთილის ბოლოს კლასთან ერთად კომენტარით ვაფასებ (განმავითარებელი შეფასება) რამოდენიმე მოსწავლეს შემდეგი პარამეტრების მიხედვით:
· ორგანიზებულობა;
· მასალის ფლობა;
· აქტიურობა;
· კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა;
· საკუთარი აზრის დასაბუთება, კორექტულობა;
· საკლასო დავალების შესრულება.
|
სასწ. მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, ბუკი, პროექტორი, სლაიდშოუ, კალამი, მეფე დავით აღმაშენებლის სურათები.
|
გაკვეთილის მსვლელობა;
საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა
აქტ.1. კლასში შემოსვლისას მოსწავლეებს მერხებზე ვახვედრებ დავით აღმაშენებლის სურათებს, ვთხოვ დახედონ, აღნიშნონ იციან თუ არა ვინაა ფოტოებზე და გაიხსენონ რა იციან, რა გაუგონიათ მის შესახებ--5 წთ.
აქტ.2. პასუხების მოსმენის შემდეგ კლასის აქტიური მონაწილეობით დაფაზე ვავსებთ ,,გონებრივი იერიშის“ რუკა. --4 წთ
B ფაზა
აქტ.3 შემდეგ ვაჩვენებ ჩემს მიერ გაკეთებულ პრეზენტაციას, რომელიც ეხება დავით აღმაშენებელს.—7წთ
აქტ.4 სლაიდშოუს ნახვის შემდეგ ტექსტს ჯერ მე ვკითხულობ თავიდან ბოლომდე, შემდეგ ვაკითხებ კითხვაში გაწაფულ მოსწავლეებს. გზადაგზა ვახდენთ უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების ანალიზს.—9 წთ
აქტ.5. ვატარებ გამოკრებით კითხვასაც: ვავალებ მოძებნონ და წაიკითხონ ის ადგილი,სადაც აღწერილია :
1) დავით აღმაშენებლის ცოდნა და განათლება;
2)წიგნის სიყვარული;
3)გადასატანი ბიბლიოთეკა...—8 წთ
აქტ. 6. ტექსტის კონსტრუირება- მოსწავლეები ასრულებენ აქტივობის რვეულში მოცემულ მე-3 დავალებას (ეხება დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდის საქართველოს და დავითის ღვაწლს )--უნდა დაალაგონ წინადადებები ისე,რომ ტექსტი მიიღონ. ეს სავარჯიშო ითვალისწინებს არა მხოლოდ დეფორმირებული ტექსტის აღდგენას, არამედ გარკვეული დამატებითი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღებასაც.—5 წთ
C ფაზა
აქტ.7 ვაჯამებთ,რა გავიგეთ ახალი ამ გაკვეთილზე (გავეცანით დავითის კიდევ ერთ თვისებას- ნაკითხობა, განათლება,წიგნის სიყვარული), მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, ვიყენებთ კითხა-პასუხის მეთოდს.—4წთ
შეფასება- ზეპირი კომენტარით ვაფასებ რამდენიმე მოსწავლეს სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით --2 წთ
საშინაო დავალება- ,,მეფე მწიგნობარი“-კითხვით, ტექსტში მონიშნონ ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.--1 წთ
|
.გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს ეხმარება იმუშაოს შედეგიანად,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს „...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება.
2.გაკვეთილის დაგეგმვა-ვამუშავებ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში, ჯგუფებში და, რა თქმა უნდა, ვმუშაობ მთელ კლასთან .
3.ინტერაქტიული სწავლება ;კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლეები გაკვეთილზე არიან აქტიურები,ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს , ვეხმარები მათ ცოდნის აგებაში, თვითონ არიან პატარა მკვლევარები , მე წარმმართველი .
რესურსებს ვარჩევ სწორად.ვადგენ მე თვითონაც, რაც მოსწავლის სამუშაო პროცესს ხდის სახალისოს.
6. საკუთარი ცონდის მონიტორინგი -ცოდნის კონსტრუირება; ჩანაწერის გაკეთება,ინფორმაციის გადამუშავება, კითხვის დასმა ;7.როლური თამაშობები
8. პრეზენტაციები
გეგმა(ბუნებისმეტყველება)
გაკვეთილის თემა : მთა და მისი
ნაწილები
გაკვეთილის მიზნები: შეძლოს გეოგრაფიული ობიექტის - მთის აღწერა და მისი შემადგენელი ნაწილების დასახელება. მოიძიოს ინფორმაცია გეოგრაფიული ობიექტის შესახებ. შეძლოს მცირე კვლევის ჩატარება.
აქტივობები: გამოწვევა 3წთ
მინი ლექცია 7წთ
დაკვირვება 8წთ
სახელმძღვანელოზე მუშაობა 15წთ
წყვილებში მუშაობა 10წთ
საშინაო დავალება 2წთ
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური მუშაობა, მთელი კლასი, წყვილებში მუშაობა
რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატები, უბრალო და ფერადი ფანქრები, მარკერები, კომპიუტერი, დაფა, ცარცი
ფასდება: კვლევის უნარ-ჩვევები- მონაცემების შეგროვება, დაკვირვება. აღწერა სააზროვნო უნარ-ჩვევები-ანალიზის უნარი
გაკვეთილის მიზნები: შეძლოს გეოგრაფიული ობიექტის - მთის აღწერა და მისი შემადგენელი ნაწილების დასახელება. მოიძიოს ინფორმაცია გეოგრაფიული ობიექტის შესახებ. შეძლოს მცირე კვლევის ჩატარება.
აქტივობები: გამოწვევა 3წთ
მინი ლექცია 7წთ
დაკვირვება 8წთ
სახელმძღვანელოზე მუშაობა 15წთ
წყვილებში მუშაობა 10წთ
საშინაო დავალება 2წთ
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური მუშაობა, მთელი კლასი, წყვილებში მუშაობა
რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატები, უბრალო და ფერადი ფანქრები, მარკერები, კომპიუტერი, დაფა, ცარცი
ფასდება: კვლევის უნარ-ჩვევები- მონაცემების შეგროვება, დაკვირვება. აღწერა სააზროვნო უნარ-ჩვევები-ანალიზის უნარი
Комментариев нет:
Отправить комментарий